„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით
გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად
შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
დაწესდება.
პარლამენტს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებები
„ფარას“ ფარგლებში წარედგინა.
კერძოდ, სისხლის სამართლის კანონმდებლობას ახალი მუხლი დაემატება,
რომლის მიხედვითაც, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა
დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის გაზაფხულზე მიღებული, “უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მასში ასახული მოთხოვნების
შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრებას
ითვალისწინებდა.
მასალის გამოყენების პირობები