ახალი ამბები
მზია ამაღლობელს კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენ
FaceBook
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ.
კლინიკის დატოვების რეკომენდაცია უკვე გასცა სამედიცინო დაწესებულება "ვივამედის" დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. მისი თქმით, მზია ამაღლობელს ჩაუტარდა კვლევები და შედეგების მიხედვით, მისი ჯანმრთელობის გართულების რისკები, ამ ეტაპზე არ არსებობს. პატიმარი ჟურნალისტის ეტაპირება, სავარაუდოდ, დღესვე მოხდება.

აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელი კლინიკაში გადაყვანის მომენტიდან ითხოვდა ციხეში დაბრუნებას, თუმცა, ექიმების რეკომენდაციით, იგი სამედიცინო დაწესებულებაში რჩებოდა.

მზია ამაღლობელი ახლა, 38 დღიანი შიმშილობის შემდეგ, კვების აღდგენის ეტაპს გადის. კლინიკის ინფორმაციით, პროცესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

"პარამეტრები გამოსწორებულია, მისი კვლევის შედეგები დამაკმაყოფილებელია. მისი დაჟინებული მოთხოვნით, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს კლინიკას", - განაცხადა "ვივამედის" დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.

მზია ამაღლობელს, ასევე სურს დაესწროს მის სასამართლო პროცესს, რომელიც 4 მარტსაა ჩანიშნული.

მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტია დაკავებულია. იგი დაკავების დღიდან შიმშილობდა; იღებდა მხოლოდ წყალს. 18 თებერვალს, შიმშილობის 38-ე დღეს, მან პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვაზე უარი თქვა. მის მიერ შიმშილობის შეწყვეტას წინ უძღოდა "ვივამედის" დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადება იმის შესახებ, რომ არსებობდა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის სწრაფად დამძიმების მაღალი რისკი, რაც, შესაძლებელი იყო ლეტალურად დასრულებულიყო.

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მიმდინარე წლის 12 იანვარს დააკავეს. პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რის გამოც ჟურნალისტს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია კაფე
15:06 / 26.02.2025
ქუთაისის მერია კაფე "სავანეს" მეპატრონეებისგან 482 ლარის გადახდას ითხოვს.
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით
გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად
შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
დაწესდება.
14:41 / 26.02.2025
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.