საჩხერის მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობის გამო, 12 სოფელი: ნიგვზარა,
კორბოული, სპეთი, შომახეთი, მოხვა, ცხომარეთი, ბახიოთი, ცხამი,
დურევი, ჭალოვანი, ლიჩი, ღოდორა ჩაიკეტა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარი 50-120
სანტიმეტრს აღწევს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიეწოდება 40
აბონენტს. ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება კი არ
შეფერხებულა.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ამ დროისთვის, შეწყვეტილია სწავლა 20
საჯარო სკოლაში - არგვეთი, გამოღმა არგვეთი, გორისა, იტავაზა, ლიჩი,
მერჯევი, მოხვა, მოძვი, მახათაური, ნიგვზარა, სარეკი, სისვაძეები,
ქორეთი, შომახეთი, ჭალოვანი, ჯალაურთა, ცხომარეთი, საირხე, სავანე,
ჭორვილა.
როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, მოსალოდნელი
გართულების თავიდან არიდების მიზნით, მუნიციპალიტეტის
თვითმმართველობამ შეაჩერა სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც.
იმერეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე დღეა, გაუჩერებლად თოვს. ბოლო
მონაცემებით, იმერეთში გარესამყაროსაა მოწყვეტილი 82 სოფელი.
ელექტროენერგია არ მიეწოდება 15 000 აბონენტს
მასალის გამოყენების პირობები