ახალი ამბები
"შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით (და პირიქით) ჩერდება
FaceBook
ქუთაისში, გზებზე გართულებული გადაადგილების გამო, ე.წ. „შატლ ბასების“ მოძრაობა ქალაქიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, დროებით ჩერდება.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. 

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობის და უამინდობის, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო, აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, მოგვიანებით ცარიელი ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა და რეისს დღეს, 18:00-ზე შეასრულებს. აღნიშნული რეისის ყველა მგზავრი კი სასტუმროში იქნება დაბინავებული.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ყველა პროცედურა. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები",- განმარტავენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში. 

ქუთაისში მესამე დღეა, გაუჩერებლად თოვს. თოვს იმერეთის მუნიციპალიტეტებშიც, სადაც ბოლო მონაცემებით, გარესამყაროსაა მოწყვეტილი 82 სოფელი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 15 000 აბონენტს. 

ფოტო: თორნიკე ბარათაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია კაფე
15:06 / 26.02.2025
ქუთაისის მერია კაფე "სავანეს" მეპატრონეებისგან 482 ლარის გადახდას ითხოვს.
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით
გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად
შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
დაწესდება.
14:41 / 26.02.2025
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.