რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ზვავი ჩამოწვა - დაზიანებულია 4
ავტომანქანა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში
განმარტავენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ცნობით, ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა, ამ
დროისთვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ინტენსიური თოვის გამო,
რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ
რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს.
დასავლეთ საქართველოში თითქმის ერთი კვირაა თოვს. განსაკუთრებულად
რთული ვითარებაა გურიის და აჭარის რეგიონებში, სადაც ბევრი სოფელი
გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ვრცელდება ინფორმაცია ერთი ადამიანის
გარდაცვალების შესახებაც. დაზიანებულია სახლები.
ფოტო: მამუკა ხორნაული
მასალის გამოყენების პირობები