ახალი ამბები
ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი - როდემდე შენარჩუნდება უამინდობა საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 27 თებერვლამდე შენარჩუნდება.
სააგენტოს ცნობით, ამ პერიოდში, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღეა, ინტენსიურად თოვს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიასა და აჭარაში, სადაც დიდი თოვლის გამო გაჩერებულია მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სოფლების გარკვეულ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მოსახლეობას უთავდება საკვები, სახლების დატოვებას და უსაფრთხო ადგილზე გადასვლას კი ვერ ახერხებენ. ადგილზე თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან მოხალისე-მაშველები მიდიან.

ინტენსიური თოვიდან ხუთი დღის შემდეგ, 25 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ამინდი
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელ სამოქალაქო აქტივისტს, მიშიკო მუმლაძეს, შინაგან საქმეთა
სამინისტრომ, 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. 
15:04 / 12.03.2025
ქუთაისელ სამოქალაქო აქტივისტს, მიშიკო მუმლაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. 
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო
სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის
დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 23 პირი
დააკავეს.
13:07 / 12.03.2025
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 23 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.