ახალი ამბები
საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა
FaceBook
2025 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციიდან  104  წელი შესრულდა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა გამოაცხადა. ამ დღეს, საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა 70 წლით დასრულდა. შემოჭრილმა საოკუპაციო ჯარმა, ქვეყნიდან განდევნა ნოე ჟორდანიას მთავრობა და ქართული სახელმწიფოს არსებობა შეწყვიტა. მე-11 არმიის ნაწილებს ერთ-ერთი პირველი, ქართველი იუნკრები ეკვეთნენ. 19-20 თებერვალს, კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომებთან მტერს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მათ შორის იყო ახალგაზრდა სტუდენტი მარო მაყაშვილი, რომელიც წითელ ჯვარში მოხალისედ ჩაეწერა. 25 თებერვალი, საქართველოს გასაბჭოებასთან ერთად, ქართველი იუნკერების ხსოვნის დღეცაა.

ამ დღეს, ადმინისტრაციული დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ტოტალიტარულ, შიშზე დაფუძნებული მმართველობის სისტემას, რომელმაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის სიცოცხლე იმსხვერპლა, საქართველომ თავი 1991 წელს დააღწია, როცა პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

104 წლის შემდეგაც, რუსეთი კვლავ ცდილობს საქართველოს თავისი გავლენის ქვეშ მოქცევას. 2008 წლის რვა აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ქვეყნის 20% ოკუპირებულია. რუსეთი, მცოცავი ოკუპაციით, ყოველდღიურად იტაცებს ქართულ მიწებს და აფართოებს ოკუპაციის საზღვრებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელ სამოქალაქო აქტივისტს, მიშიკო მუმლაძეს, შინაგან საქმეთა
სამინისტრომ, 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. 
15:04 / 12.03.2025
ქუთაისელ სამოქალაქო აქტივისტს, მიშიკო მუმლაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. 
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო
სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის
დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 23 პირი
დააკავეს.
13:07 / 12.03.2025
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 23 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.