ახალი ამბები
"დასწრება არის ცოტა "- რა ხდება ქუთაისის საჯარო სკოლებში
FaceBook
უამინდობის გამო, ქუთაისის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი დაბალია.
ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით, ამის მიუხედავად, სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა და თუ თოვლის ნალექი არ მოიმატებს, ხვალაც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება სწავლა.

"სკოლებში გვაქვს შუქიც, გათბობაც. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იყო დილიდან, ამიტომ პედაგოგები 09:00 საათზე უკვე სკოლაში იყვნენ გამოცხადებული, მაგრამ დასწრება არის ცოტა ბავშვების. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჩვეულებრივ რეჟიმში დღეს და თუ მეტად არ დაამატა თოვამ, ვფიქრობ, ხელი არ შეგვეშლება",- განმარტავს მაია ცქიტიშვილი "ქუთაისიპოსტთან".

ქუთაისში მეორე დღეა, ინტენსიურად თოვს. გაუჩერებლად თოვს იმერეთშიც, სადაც, დიდთოვლობის გამო, ჩაკეტილია 42 სოფლის გზა და ამ დროისათვის 28 870 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

გადაადგილების პრობლემის გამო შეჩერებულია სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, 109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები. ასევე, იყრება გზებზე ტექნიკური მარილი და იწმინდება საფეხმავლო ბილიკები. 

ფოტო: ნია ხარაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელ სამოქალაქო აქტივისტს, მიშიკო მუმლაძეს, შინაგან საქმეთა
სამინისტრომ, 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. 
15:04 / 12.03.2025
ქუთაისელ სამოქალაქო აქტივისტს, მიშიკო მუმლაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. 
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო
სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის
დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 23 პირი
დააკავეს.
13:07 / 12.03.2025
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 23 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.