ახალი ამბები
"მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარის დონე 70-80 სანტიმეტრს აღწევს"- რა ვითარებაა იმერეთში
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.
მაგალითად, ხარაგაულში 300 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც მერიაში განმარტავენ, ეს პრობლემა დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.

მათივე განცხადებით, ცალკეულ სოფლებში ნალექი 30-100 სმ-ს აღწევს, თუმცა გადაადგილება მაღალი გამავლობის მანქანით, ამ ეტაპზე, ყველა სოფელში შესაძლებელია.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ყველაზე რთულ მონაკვეთებზე ტექნიკა უკვე მობილიზებულია და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.



იმერეთის მხარის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკით იწმინდება როგორც ადმინისტრაციული, ასევე სოფლის გზები. 

მათივე ცნობით, რეგიონში, ამ დროისთვის, 50-მდე ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები, ასევე იწმინდება საფეხმავლო ბილიკები.

თოვლის საფარის დონე ქვედა ზონაში 10-40 სანტიმეტრამდეა, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 70-80 სანტიმეტრს აღწევს.

თოვლი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, 27 თებერვლის ჩათვლითაა მოსლაოდნელი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სკოლებში, ჩინური
ენის სწავლებასთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს.
12:13 / 18.04.2025
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სკოლებში, ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს.
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა
დაგეგმილი.
13:42 / 17.04.2025
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.