საქართველოში უხვი ნალექისა და
ყინვის მიზეზით, სარკინიგზო გზებზე შექმნილი ვითარების გამო,
საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს.
გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო,
უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
22 თებერვალი -
ოზურგეთი-თბილისი;
22 თებერვალი -
ბათუმი-ოზურგეთი;
22 თებერვალი
-რიონი-ქუთაისი-რიონი;
23 თებერვალი - თბილისი
ოზურგეთი;
23 თებერვალი -
ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი;
23 თებერვალი-
რიონი-ქუთაისი-რიონი;
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით
შექმნილი დისკომფორტის გამო.
ბილეთის საფასური სრულად
აგინაზღაურდებათ.
საქართველოში ტემპერატურამ მკვეთრად
დაიკლო. ქვეყნის უმეტეს რეგიონებში თოვს და ძლიერი
ყინვაა.
მასალის გამოყენების პირობები