ახალი ამბები
"იფიცება საქართველო!" - 25 თებერვალს, ქუთაისში, მარში გაიმართება
FaceBook
25 თებერვალს, პროევროპული აქციის მონაწილეები, ქუთაისში, მარშს გამართავენ.
ისინი, სიმბოლურად, ნაზარი ლეჟავას სახლ-მუზეუმთან (26 მაისის #5) შეიკრიბებიან - იმ მიტროპოლიტის სახლთან, რომელიც ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრიტეს და კოლონადებისკენ დაიძრებიან, სადაც ყოფილი სობოროს ტაძარი იყო. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს (1921 წელს), თბილისის აღებით, რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეწყვიტა.

"1921 წლის ნოემბერში, ქართველი ხალხი გაიფიცა და ამ ფორმით აჩვენა წინააღმდეგობა რუსულ ოკუპაციას. ცხადია, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად, ხოლო 1924 წლისა და 1937 წლის რეპრესიებმა ათწლეულობით დაასამარა დამოუკიდებლობის იდეა.

25 თებერვალი არის დღე, რომელიც გვახსენებს, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ისტორია განმეორდება. დღეს, ქართველები ზუსტად იმავე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, სადაც ან გავიმარჯვებთ, ან დავკარგავთ ყველაზე ფასეულს - სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. უკვე მესამე თვეა უწყვეტად ვდგავართ ქუჩაში და ვიცავთ საკუთარ მომავალს და განსხვავებით წარსულისგან, ამ ბრძოლაში ვართ ბევრად ძლიერები",- ამბობენ მოქალაქეები.

25 თებერვალს, 16:00 საათზე, მთელი საქართველო გაიფიცება. როგორც გაფიცვის მონაწილეეები ამბობენ, გაიფიცება დასაქმებული თუ დამსაქმებელი, ადამიანები, რომლებიც ასაზრდოებენ საქართველოს ეკონომიკას.

საქართველოში საპროტესტო აქციების 89-ე დღეა. უწყვეტი პროტესტი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.

მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.









Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სკოლებში, ჩინური
ენის სწავლებასთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს.
12:13 / 18.04.2025
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სკოლებში, ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს.
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა
დაგეგმილი.
13:42 / 17.04.2025
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.