გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25
თებერვალს, დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან
ძლიერი.
ამასთან, სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი,
ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის
ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა.
სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთიან და მაღალმთიან
რაიონებში მოსალოდნელია ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება,
საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე
შემოყინულობა.
როგორც სააგენტოში განმარტავენ დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების,
ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების
ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთან, დაბალი ტემპერატურის გამო, კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია
დაზიანდეს ციტრუსოვანი კულტურები, განსაკუთრებით ლიმონი.
მასალის გამოყენების პირობები