"ქართული ოცნების“ ხელისუფლება მედიის შემზღუდავი კანონის ინიციირებას
24 თებერვალს გეგმავს.
როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა,
„ამერიკული FARA-ს ანალოგი და ბრიტანული მოდელის მიხედვით მომზადებული
მედიის შესახებ კანონპროექტები“ ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე იქნება
ინიციირებული.
„ორივე დოკუმენტი იქნება წარდგენილი ერთი-ერთში ორიგინალთან, ჩვენ არ
ვაპირებთ რაიმე ცვლილებების შეტანას. FARA უზრუნველყოფს მაქსიმალურ
დაცვას გარე ჩარევებისგან და თქვენ იცით, რომ FARA ერთი საუკუნეა
ლამის უზრუნველყოფს ამხელა სახელმწიფოს გარე ჩარევებისგან და იცავს
მას, ისევე, როგორც გვინდა, რომ ბრიტანული კანონმდებლობით
მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები დეზინფორმაციისგან“,-
განაცხადა ვალიდიმერ ბოჟაძემ.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურად მუშაობს შემზღუდავ კანონებზე.
პარლამენტმა უკვე გაამკაცრა დემონსტრაციების შესაზღუდად
კანონმდებლობა. ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში,
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ
კანონში.
„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის
ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და
ჯარიმები.
ამის პარალელურად "ოცნება" გეგმავს კიდევ უფრო გაამკაცროს
კანონმდებლობა საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებული მედია და
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ასე მაგალითად:
- ყველა კანონიდან ამოიღებენ ნორმებს, რომლებიც საჯარო მნიშვნელობის
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების
მონაწილეობას სავალდებულოს ხდის;
- აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA]
„სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება – 2024 წელს, მეორე
ცდაზე, ხმაურით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელსაც
საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა;
შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან;
- დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის
სტანდარტები - „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად“.
მასალის გამოყენების პირობები