ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი სხვადასხვა დაზიანებით
შეიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები სახის, თავის, კიდურებისა და
გულ-მკერდის არეში აღენიშნება. სავარაუდოდ, ის ნაცემია.
დაუზუსტებელი ინფორაციით, ქალზე სასულიერო პირმა იძალადა და
მიატოვა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი მამაკაცმა ქუთაისისა და
იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა და
კლინიკაში მიიყვანა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები