საქართველოს მიერ
UNESCO-ს კაცობრიობის
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით
ნუსხაში წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ - "ქართული ხორბლის კულტურა:
ტრადიციები და რიტუალები" - განხილვის პროცესის პირვველი ეტაპი
გაიარა.
პირველი ეტაპი წარდგენილი ნომინანტის ტექნიკურ შეფასებას ეხებოდა.
"ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" -
UNESCO-ში 2024 წლის 28 მარტს წარადგინეს.
ნომინაციის შინაარსობრივი შეფასების მეორე ეტაპი 2025 წლის ნოემბერში
დასრულდება, ხოლო საბოლოო განხილვა გაიმართება
UNESCO -ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე 2025 წლის 8-13 დეკემბერს
ინდოეთში, ქალაქ დელიში.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის
ფარგლებში შექმნილია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
წარმომადგენლობით სია, რომელშიც წარმოდგენილია 4 ქართული
ნომინაცია:
1. ქართული მრავალხმიანობა – 2001 წელს, ქართული მრავალხმიანობა
UNESCO-ს მიერ აღიარებული იქნა როგორც
კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი,
ხოლო 2008 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
შესახებ კონვენციაზე საქართველოს მიერთების შემდეგ, ქართული
მრავალხმიანობა შეტანილ იქნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
წარმომადგენლობით სიაში.
2. ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი –
შეტანილ იქნა 2013 წელს.
3. ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა – შეტანილ იქნა
2016 წელს.
4. ქართული ჭიდაობა – შეტანილ იქნა 2018 წელს.
სამაგიეროდ გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხის ქვეშაა
UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
გელათი, რომელიც მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად 1994 წელს
აღიარეს.
მასალის გამოყენების პირობები