ახალი ამბები
"საია" - "თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა კანონპროექტების 86% დაჩქარებული წესით განიხილა"
FaceBook
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ქართული ოცნების" პარლამენტში, კანონპროექტების დაჩქარებული წესით მიღების საგანგაშო ტენდენციაზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნება" ფორმალური დემოკრატიის დაცვაზეც კი უარს ამბობს.

"არალეგიტიმური პარლამენტი რეპრესიულ კანონებს დაჩქარებული წესით ამტკიცებს. "ქართული ოცნება" ფორმალური დემოკრატიის დაცვაზეც კი უარს ამბობს და გადაწყვეტილებებს სწრაფად, განხილვის გარეშე იღებს. თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა ბოლო პერიოდში დაინფიცირებული კანონპროექტების 86% დაჩქარებული წესით განიხილა , მათ შორის რეპრესიული და არადემოკრატიული ცვლილებებით", - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სიას" ინფორმაციით, ბოლო სამ თვეში, 37 საკანონმდებლო ინიციატივიდან დაჩქარებულად განიხილეს 20 კანონპროექტი, 12 კანონპროექტი გამარტივებული წესით მიიღეს.

"საიას" შეფასებით, დაჩქარებული პროცედურების უსაფუძვლო გამოყენება, სამართლებრივი სახელმწიფოსა და უსაფრთხოების პრინციპებს ზიანს აყენებს, რაც კანონების ლეგიტიმაციასა და ხარისხზე აისახება.

"ქართულმა ოცნებამ", საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცვლილებები შეიტანა ადმინისტრაციულ, სისხლის, საჯარო სამსახურის, შეკრებისა და მანიფესტაციების და პოლიციის შესახებ კანონებში.

ქვეყნის სათავეში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ, შექმნა ახალი და გაამკაცრა არსებული კანონები. მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, გაოთხმაგდა ადმინისტრაციული პატიმრობა, რიგ შემთხვევებში, გაათმაგდა ჯარიმების რაოდენობა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ხელისუფლების მიერ რეპრესიული კანონების დაკანონებას , ქუთაისში,
აქციით გამოეხმაურნენ.
15:00 / 22.02.2025
ხელისუფლების მიერ რეპრესიული კანონების დაკანონებას , ქუთაისში, აქციით გამოეხმაურნენ.
საქართველოში უხვი ნალექისა და
ყინვის მიზეზით, სარკინიგზო გზებზე შექმნილი ვითარების გამო,
საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს.
12:14 / 22.02.2025
საქართველოში უხვი ნალექისა და ყინვის მიზეზით, სარკინიგზო გზებზე შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.