ახალი ამბები
2024 წლის IV კვარტალში, საქართველოში, უმუშევართა რაოდენობამ 233.9 ათასი შეადგინა
FaceBook
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში, საქართველოში, უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.2% შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის ცნობით, 2024 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20.1 ათასი კაცით (2.1%) და 978.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა
რიცხოვნობა 19.7 ათასით გაიზარდა (4.8%) და 433.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.7 ათასით (5.9%) და 233.9 ათასი შეადგინა.

"2024 წლის IV კვარტალში, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.1 პროცენტული პუნქტით და 47.1% შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.2 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 48.5%-ს და 45.2%-ს შეადგენს",- ვკითხულობთ საქსტატის ანგარიშში. 

მათივე ცნობით, 2024 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.3% შეადგინა:




საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.6 პროცენტული პუნქტით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, უმუშევრობის დონე მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში - 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.1 პროცენტს და 16.7 პროცენტს შეადგენს. ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 45.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.3 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.4 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ინფორამაციით, 2024 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია ქალებში 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.4 პროცენტული პუნქტით.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ხელისუფლების მიერ რეპრესიული კანონების დაკანონებას , ქუთაისში,
აქციით გამოეხმაურნენ.
15:00 / 22.02.2025
ხელისუფლების მიერ რეპრესიული კანონების დაკანონებას , ქუთაისში, აქციით გამოეხმაურნენ.
საქართველოში უხვი ნალექისა და
ყინვის მიზეზით, სარკინიგზო გზებზე შექმნილი ვითარების გამო,
საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს.
12:14 / 22.02.2025
საქართველოში უხვი ნალექისა და ყინვის მიზეზით, სარკინიგზო გზებზე შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.