ახალი ამბები
დიდთოვლობის გამო, ქუთაისსა და საჩხერეში, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები შეჩერდა
FaceBook
დიდთოვლობის გამო, რამდენიმე ქალაქში, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები შეფერხებით ტარდება. 

კერძოდ, როგორც მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპებია შეჩერებული.

ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულში კი პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპია (მოედანი) შეჩერებული. 

მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ.

"კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ.

აღნიშნული რეგიონების გარდა, დიდთოვლობის გამო, შესაძლოა, სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც საგამოცდო პროცესი შეფერხდეს. გთხოვთ, გამოცდაზე გასვლამდე, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - 1272",- განმარტავენ მომსახურების სააგენტოში.

ქუთაისში, გამთენიიდან, შეუჩერებლად თოვს. თოვს იმერეთის რეგიონებშიც, რის გამოც საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თოვლი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საქართველოში, 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25
თებერვალს, დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან
ძლიერი.
15:30 / 21.02.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი.
13:12 / 21.02.2025
"ქართული ოცნების“ ხელისუფლება მედიის შემზღუდავი კანონის ინიციირებას 24 თებერვალს გეგმავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.