ქუთაისში მოსული თოვლის გამო, ა(ა)იპ "სპეციალური სერვისებში"
(რომელიც უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრაზეა
პასუხისმგებელი) ამბობენ, რომ მუშაობის საგანგებო
რეჟიმზე გადავიდნენ.
როგორც "ქუთაისიპოსტთან" ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსმა, გიორგი მჟავანაძემ განმარტა, მობილიზებულია
როგორც თოვლმწმენდი სპეციალური ტექნიკა, ისე ცოცხალი მუშახელი.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, გადაადგილება, ქალაქის მასშტაბით,
დაუბრკოლებლად ხდება.
"შუაღამიდანვე დავიწყეთ იმ მონაკვეთების გაწმენდა, რომელიც რელიეფურად
შედარებით რთულ ლოკაციებს წამოადგენდა. არ გვაქვს არანაირი
პრობლემა ქალაქში გადადგილებასთან დაკავშირებით. მომარაგებული გვაქვს
ტექნიკური მარილი და ყველა საჭირო ტექნიკური რესურსი. ვმუშაობთ
და არ შევქმნით პრობლემას გადაადგილების თვალსაზრისით",- ამბობს
გიორგი მჟავანაძე.
ქუთაისში, გამთენიიდან, შეუჩერებლად თოვს. თოვს იმერეთის რეგიონებშიც,
რის გამოც საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე
შეზღუდვებია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თოვლი, ნისლი, ქარბუქი და
ზვავსაშიშროება, საქართველოში, 21 თებერვლის ჩათვლით
გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები