საუდის არაბეთის დედაქალაქ
ერ-რიადში, რუსეთ-უკრაინის სამწლიანი ომის დასრულების შესახებ,
რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები
იწყება.
მოლაპარაკებებს არ დაესწრება უკრაინული მხარე.
ერ-რიადში უკვე ჩავიდა რუსეთის
საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის
თანაშემწე, იური უშაკოვი. აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური
წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი.
ამერიკული მხარე ამბობს, რომ ამ
მოლაპარაკებებზე არ მიიღება გადაწყვეტილებები, არამედ, ამერიკის
შეერთებული შტატები დაინტერესებულია იმით, თუ რამდენად არის მზად
რუსეთი რეალურად დაასრულოს ომი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ
ზელენსკიმ, მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, რომ უკრაინა არ
აღიარებს მისი მონაწილეობის გარეშე მიღწეულ არანაირ შეთანხმებას და არ
დათმობს ტერიტორიებს.
მასალის გამოყენების პირობები