ახალი ამბები
სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით - ბათუმში მცირეწლოვნების დაღუპვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
FaceBook
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო ბათუმში, "ოცნების ქალაქში" ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტზე.

"ოცნების ქალაქში" ორი ბავშვი 15 თებერვალს წყლით სავსე თხრილში ჩავარდა. ბავშვები მცირეწლოვნები იყვნენ. ისინი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ თხრილში იპოვეს. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით –სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით [ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე].
დაღუპულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ბათუმის მერიამ და მომხდარს "უბედური შემთხვევა“ უწოდა.

"უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა" – წერს მერია.

"ოცნების ქალაქში" 8 თებერვალს, აღნიშნული პროექტის მშენებლობის მეორე ეტაპის "საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიება" გაიმართა. რომელსაც ირაკლი კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ. ეს ღონისძიება აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დაჯდა.

ფოტო: ბათუმელები


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ბათუმი
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ,
კვლავ დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის საჩივარი, რომლითაც
უფლებადამცველები მის პატიმრობიდან გათავისუფლებას
ითხოვდნენ.
14:26 / 19.02.2025
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, კვლავ დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის საჩივარი, რომლითაც უფლებადამცველები მის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია, რომელიც
ჯერ კიდევ (პირველადი ხელშეკრულებით) გასული წლის ბოლოს უნდა
დასრულებულიყო, აპრილში დამთავრდება და საზეიმოდ, ორმაისობის
დღესასწაულზე გაიხსნება.
12:52 / 19.02.2025
ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ კიდევ (პირველადი ხელშეკრულებით) გასული წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, აპრილში დამთავრდება და საზეიმოდ, ორმაისობის დღესასწაულზე გაიხსნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.