ახალი ამბები
Wizz Air-ი ქუთაისი-კოპენჰაგენის რეისებს აჩერებს
FaceBook
ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისი-კოპენჰაგენის რეისებს აჩერებს. 

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კოპენჰაგენის მიმართულებით მოთხოვნა არ იყო საკმარისად მაღალი, რის გამოც რეისების შეჩერება გადაწყვიტეს. 

"მიუხედავად ამისა, საქართველო ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და ჩვენ ვაგრძელებთ აქ ინვესტირებას. 2025 წელს უფრო მეტი ფრენა, მეტი მიმართულება და მეტი შესაძლებლობა გველოდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუწყოთ ხელი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაუმჯობესოთ საერთაშორისო კავშირები”, – აცხადებენ Wizz Air-ში.

ამასთან, Wizz Air-ი იტყობინება, რომ ავიაკომპანია აგრძელებს განვითარებას საქართველოს ბაზარზე და 2025 წელს გეგმავს თითქმის 400 000 ადგილის დამატებას, რაც 2024 წლის ზაფხულთან შედარებით 22%-ით მეტია.

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირ რეისები 2023 წელს დაამატა, გეგმის მიხედვით, ავიაფრენები კვირაში ორი სიხშირით უნდა შესრულებულიყო.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25
თებერვალს, დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან
ძლიერი.
15:30 / 21.02.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი.
13:12 / 21.02.2025
"ქართული ოცნების“ ხელისუფლება მედიის შემზღუდავი კანონის ინიციირებას 24 თებერვალს გეგმავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.