დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები და შიდა პოლიტიკური
კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე ნაწილობრივ უკვე აისახა.
ამის შესახებ მიუთითებს
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს
კვლევა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდა,
მოსახლეობას დეპოზიტები ლარიდან დოლარში გადააქვს, ლარი გაუფასურდა,
ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები შემცირდა, საინვესტიციო გარემო
გაუარესდა.
საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველო
დაწესებული და პოტენციური სანქციების მიმართ მოწყვლადია.
მომავალში ეკონომიკური სიტუაცია რამდენად გაუარესდება, პირველ რიგში,
მოსალოდნელი სანქციების მასშტაბზე და შინაარსზე არის დამოკიდებული.
სანქციების გაფართოებას კი, თავის მხრივ, პოლიტიკურ კრიზისის
გაგრძელება განაპირობებს.
დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება და ევროკავშირისგან საქართველოს
დაცილება უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე:
საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ
დივერსიფიცირებულია, მაგრამ ყველაზე მაღალი დამოკიდებულება დასავლეთის
ქვეყნებთან აქვს. 2023 წელს, ევროკავშირიდან, აშშ-დან და
გაერთიანებული სამეფოდან სხვადასხვა გზით მიღებული ფინანსური
რესურსები საქართველოს ეკონომიკის 30%-მდე იყო, აღნიშნულია
სტატიაში.
საქართველოს საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების 54% და
გაცემული სესხების 43% უცხოურ ვალუტაშია (აშშ დოლარი ან ევრო). უძრავი
ქონების ბაზარი დოლარში ან ევროში მუშაობს. სახელმწიფო ვალის 75%
უცხოურ ვალუტაშია. სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტურია. დეფიციტის 53%
დასავლეთის ქვეყნების მთავრობებიდან და დასავლური საერთაშორისო
საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხების აღებით იფარება.
ხშირად ქართული კომპანიების რეგისტრაციის ადგილი ევროპაა
ლარის კურსი ეცემა ანტიდასავლური განცხადებების შემდეგ
საქართველოში შიდა თუ გარე შოკებით (ამ შემთხვევაში სანქციები)
გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და ნეგატიური მოლოდინი პირველ
რიგში ლარის კურსზე აისახება. ლარის გაუფასურება კი ინფლაციას და
ვალის მომსახურების ზრდას უწყობს ხელს, რაც მოსახლეობას
აღარიბებს.
დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები და შიდა პოლიტიკური
კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე ნაწილობრივ უკვე აისახა:ამის შესახებ
საერთაშორიო გამჭვირვალობა საქართველო მიუთითებს თავის კვლევაში.
. კრიზისი გამივლინდა იმ ფორმით, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი
შემცირდა, მოსახლეობას დეპოზიტები ლარიდან დოლარში გადააქვს, ლარი
გაუფასურდა, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები შემცირდა,
საინვესტიციო გარემო გაუარესდა
საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველო
დაწესებული და პოტენციური სანქციების მიმართ მოწყვლადია
მომავალში ეკონომიკური სიტუაცია რამდენად გაუარესდება, პირველ რიგში,
მოსალოდნელი სანქციების მასშტაბზე და შინაარსზე არის დამოკიდებული.
სანქციების გაფართოებას კი, თავის მხრივ, პოლიტიკურ კრიზისის
გაგრძელება განაპირობებს
საქართველოს პატარა (33 მილიარდი დოლარის), ღია ეკონომიკა აქვს.
ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში საქართველო 26-ე ადგილზეა, რაც
ეკონომიკის მაღალი დონით გახსნილობის დასტურია.
როგორც კვლევაშია მითითებული დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება და
ევროკავშირისგან საქართველოს დაცილება უარყოფით გავლენას მოახდენს
საქართველოს ეკონომიკაზე იმიტომ რომ საქართველოს ყველაზე მაღალი
დამოკიდებულება დასავლეთის ქვეყნებთან აქვს. 2023 წელს,
ევროკავშირიდან, აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან სხვადასხვა გზით
მიღებული ფინანსური რესურსები საქართველოს ეკონომიკის 30%-მდე
იყო.
საქართველოს საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების 54% და
გაცემული სესხების 43% უცხოურ ვალუტაშია (აშშ დოლარი ან ევრო). უძრავი
ქონების ბაზარი დოლარში ან ევროში მუშაობს. სახელმწიფო ვალის 75%
უცხოურ ვალუტაშია. სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტურია. დეფიციტის 53%
დასავლეთის ქვეყნების მთავრობებიდან და დასავლური საერთაშორისო
საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხების აღებით იფარება.ეს რეალობა ქმნის
საქართველოს ეკონომიკის ისეთ სპეციფიკას, რაც მას დასავლური
სანქციების მიმართ მოწყვლადს ხდის.
ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ ქვეყანაში
პოლიტიკური კრიზისი და არასტაბილურობა გაღრმავდა, სანქციები
გაფართოვდა.
ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები შემცირდა.
რა გველოდება
ორგანიზაცია
PMCG-ის მიერ იანვარში
გამოქვეყნებულმა "საქართველოს ეკონომიკური კლიმატის" კვლევამ აჩვენა,
რომ ეკონომისტები ნეგატიურად აფასებენ საქართველოს მიმდინარე
ეკონომიკურ მდგომარეობას და მომდევნო ექვს თვეში ეკონომიკური
მდგომარეობის გაუარესებას მოელიან, აღნიშნულია საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაში.
მასალის გამოყენების პირობები