ახალი ამბები
"კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულა 53-ია 100 ბალიან შკალაზე
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულა უცვლელი რჩება და კვლავაც 53-ია. 100 ბალიან შკალაზე 53 საშუალო შედეგია და 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.


ეს შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, თუმცა არც რაიმე კონკრეტული რეფორმები განხორციელებულა, რაც დაბალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველო დაბალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის კუთხით აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში კვლავაც წამყვან პოზიციებზეა, რაც წლების წინ კორუფციასთან ბრძოლისა და საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიზნით ჩატარებული რეფორმების ეფექტურობაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ ინდექსი არ ზომავს კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია. საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევები კი სწორედ ესაა.

ცხადია, დაბალ დონეზე კორუფციის არ არსებობა არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი ხარისხია და ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს. მეტიც, წვრილმანი მექრთამეობის დაბრუნებაც სავსებით შესაძლებელია, თუ სისტემური რეფორმები არ გატარდება ანტიკორუფციული სისტემისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის, ასევე სამოქალაო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიმართულებით.

კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

"CPI-ის ვიწრო არეალის გამო, ისეთი საკითხები, როგორიცაა დემოკრატიული უკუსვლა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა, არ არის ასახული ქულებში… ზოგიერთმა მთავრობამ არასწორად გამოიყენა მიღებული შედეგები დამახინჯებული ნარატივის შესაქმნელად. მაგალითად, საქართველოში, მთავრობამ CPI-ის ქულები 2012 წლიდან ვერ გააუმჯობესა, თუმცა აგრძელებს შედეგის დიდ მიღწევად წარმოჩენას, რათა გადაფაროს მისი სერიოზული თავდასხმები დემოკრატიულ პროცესებზე, კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო თავისუფლებებზე.

წინა წლებში CPI-ის ანალიზისას "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავდა, რომ საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევები სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატიული პრაქტიკების ზრდა იყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:12 / 21.02.2025
"ქართული ოცნების“ ხელისუფლება მედიის შემზღუდავი კანონის ინიციირებას 24 თებერვალს გეგმავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელების მიერ
ჟურნალისტების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.
12:47 / 21.02.2025
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელების მიერ ჟურნალისტების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.