ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა
უნივერსიტეტში აქცია გამართეს.
"ჩვენს უნივერსიტეტში არსებობს უამრავი ჯერ არ გადაჭრილი პრობლემა.
ჩვენ, სტუდენტები ვითხოვთ ჩვენი ფლებების დაცვას და ყველა იმ
პრობლემის მოგვარებას, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, თუ განათლების
დონესთან დაკავშირებული საკითხები", - ამბობს აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი ბურჯალიანი.
ასევე, სტუდენტების თქმით, თანხას რომელსაც ისინი იხდიან,
უნივერსიტეტი არამიზნობრივად ხარჯავს და მათთვის სარგებელი არ არის.
სწორედ ამიტომ მოუწოდებენ ყველა სტუდენტს, რომ ხმა ამოიღონ არსებული
რეჟიმისა და უსამართლობის წინააღმდეგ.
შეკრებილმა სტუდენტებმა, ასევე, სოლიდარობა გამოუცადეს თსუ-ს
სტუდენტებს.
თეონა წითაძე
მასალის გამოყენების პირობები