ნიკეას ქუჩაზე მდებარე შპს „ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკის“
შენობის რეაბილიტაციაზე მერია ტენდერს აცხადებს.
სახელმწიფო შესყიდვის [NAT250002690] დოკუმენტის მიხედვით, პროექტი
მოიცავს პოლიკლინიკის ფასადისა და მისასვლელის კეთილმოწყობის
სამუშაოებს.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია N4 პოლიკლინიკის შესასვლელის
ამორტიზირებული თუნუქის სახურავის დემონტაჟი და ახალი სახურავის
მოწყობა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით.
ასევე, შესასვლელის მარჯვენა მხარეს არსებულ თავისუფალ სივრცეზე
ოთახის მოწყობა.
"ფასადზე გათვალისწინებულია კედლებზე თბოსაიზოლაციო XPS ფილების
მოწყობა, დამუშავება და მაღალხარისხოვანი წყალმედეგი საღებავით
შეღებვა.
ტერიტორიის მოპირკეთება ითვალისწინებს: ორივე შესასვლელი კიბის და
ბაქნის მოპირკეთებას ბუნებრივი გრანიტის ფილებით. არსებული
ლითონის მოაჯირების ნაცლად მოეწყობა ახალი მოაჯირი. კიბეებს შორის
არსებულ ტერიტორიაზე მოეწყობა გაზონი მცენარეული მიწის დამატებით,
დაირგება ბუჩქოვანი მცენარეები. გათვალსიწინებულია შშმ პირთა ქარხნული
წარმოების ლიფტის მოწყობა",- ვკითხულობთ სახელმწიფო შესყიდვის
დოკუმენტაციაში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, მშენებლობისას გამოყენებული ყველა მასალა
(ხარისხი, ფერი, ტექნიკური მახასიათებლები) დამკვეთთან უნდა
შეთანხმდეს.
აღნიშნული სამუშაოებისათვის 220 215 ლარი (სავარაუდო ღირებულება)
დაიხარჯება. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 75 დღეში უნდა
შესრულდეს.
დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 21 თებერვალს იწყება და 24-ში
სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები