ქუთაისელმა მოჭადრაკემ ლილე სვანაძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული
მესამედ მოიპოვა.
ევროპის 2024 წლის ვიცე-ჩემპიონმა 9 წლამდე გოგონათა შორის
გაიმარჯვა.
11 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონი მართა დოგრაშვილი
გახდა, 13 წლამდე გოგონათა შორის კი ანასტასია ჭიჭინაძემ
გაიმარჯვა.
ბარბარე აშოთია საქართველოს ჩემპიონი 15 წლამდე გოგონათა შორის
გახდა.
რაც შეეხება ჭაბუკებს, 13 წლამდე კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის
ტიტული დავით თათვიძემ მოიპოვა.
საქართველოს ჩემპიონატი, ქუთაისში, გოგონათა და ჭაბუკთა შორის შემდეგ
ასაკობრივ კატეგორიებში: U9, U11,U 13, U15 გაიმართა.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და მასში ქვეყნის
თითქმის ყველა რეგიონის 300-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.
I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები ევროპის და მსოფლიოს სასკოლო
ჩემპიონატების საგზურით დაჯილდოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები