"თავისუფლება სინდისის პატიმრებს"- ამ სლოგანით, ქუთაისში, დღეს,
აქცია-მსვლელობა გაიმართება.
აქციის მონაწილეები, 19:00 საათზე, ქუთაისის მერიასთან შეიკრიბებიან
და ქალაქის ქუჩებში, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა
სოლიდარობისთვის, მარშს მოაწყობენ.
ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ რეჟიმის მიერ დატყვევებულების, მათ
შორის "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზიას ამაღლობელის
გათავისუფლებას.
რეჟიმის მიერ დაპატიმრებულების მხარდამჭერი მარშები საქართველოს
ქალაქებში ყოველ პარასკევს ეწყობა.
ქვეყანაში აქციები 72-ე დღეა, მიმდინარეობს. უწყვეტი პროტესტი მას
შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან
გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების
ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ
დაკმაყოფილდება.
მასალის გამოყენების პირობები