ახალი ამბები
8 თებერვალს, ქუთაისში, ემიგრანტების ოჯახების მარში გაიმართება
FaceBook
ხვალ, 8 თებერვალს, ქუთაისში, ემიგრანტების ოჯახების მარში დაიგეგმა. 
ის მოქალაქეები, რომელთაც ახლობლები ემიგრაციაში ჰყავთ, თეთრ ხიდთან შეკრიბებიან და ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ მსვლელობით გაემართებიან, სადაც "ახალი თეატრის" საპროტესტო მანიფესტია დაგეგმილი

"თუ რომელიმე ქალაქმა იცის რას ნიშნავს ემიგრანტი, ეს ქუთაისია. წლებია ამ ქალაქიდან ადამიანები მიდიან, მიდიან შორს. მენატრება ჩემი წასული მეგობრები და მომენატრება ყველა, ვინც დღეს მიდის ან ხვალ.

არ მინდა ეს ქალაქი დავტოვო, ყველა მონატრება მინდა დავივიწყო, ყველა ჩემოდანი მინდა ამოვალაგო, ყველა მინდა სახლში დავაბრუნო, შვილები მშობლებს ჩავახუტო. მინდა, ემიგრანტებს მივუძღვნათ ეს დღე, ქუთაისიდან, შემოგვიერთდით",- ამბობს ქუთაისში მცხოვრები სოფო საკანდელიძე. 

ემიგრანტების ოჯახების მარში 18:00 საათზე დაიწყება, 19:00 საათზე კი ვასო აბაშიძის სახელობის "ახალი თეატრის" საპროტესტო მანიფესტი „ჩვენ ერთად გადავცურავთ ზღვას“ გაიმართება. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:12 / 21.02.2025
"ქართული ოცნების“ ხელისუფლება მედიის შემზღუდავი კანონის ინიციირებას 24 თებერვალს გეგმავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელების მიერ
ჟურნალისტების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.
12:47 / 21.02.2025
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელების მიერ ჟურნალისტების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.