ახალი ამბები
ქუთაისიდან საფრანგეთის ქალაქ ლიონის მიმართულებით ფრენები იწყება
FaceBook
2025 წლის 3 ივნისიდან, ავიაკომპანია Wizz air-ი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, საფრანგეთის ქალაქ ლიონის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.

რეისები კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს კავშირი საქართველოსა და საფრანგეთს შორის.

"ივნისიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ. ლიონი, იქნება საფრანგეთის მეორე ქალაქი, რომელიც პარიზის შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდება. ახალი მიმართულება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ქუთაისსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს შორის. ასევე, ეს იქნება სასიამოვნო სიახლე ქართველი ქომაგებისთვის, მარტივად შეძლონ დასწრება ლიონის ოლიმპიკში მოთამაშე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მატჩებზე და იხილონ ის ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე - ჩემპიონთა ლიგაზე", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ბილეთების ფასი 69,99 ევროდან იწყება და Wizz air-ის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.

ამ ეტაპზე, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 15 ქვეყნის 23 მიმართულებით ასრულებს. აპრილიდან კი ფრენებს კვლავ განაახლებს მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:12 / 21.02.2025
"ქართული ოცნების“ ხელისუფლება მედიის შემზღუდავი კანონის ინიციირებას 24 თებერვალს გეგმავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელების მიერ
ჟურნალისტების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.
12:47 / 21.02.2025
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელების მიერ ჟურნალისტების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.