ახალი ამბები
„ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
FaceBook
"ქართული ოცნების" პარლამენტმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც გამოხატვის უფლებებს კიდევ უფრო ზღუდავს, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
„ოცნებას“ ცვლილებები შეაქვს: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ კანონში.

„ოცნების“ გადაწყვეტილებით, იცვლება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი და შემოაქვს სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ჯარიმები. 

მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები:

1. მესაკუთრის წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება, წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობის და შეურაცხყოფისთვის, სასამართლო შესასვლელის ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა სამოც დღემდე.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება

სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ.

კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისთვის საჯარო მოწოდება, აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებებით, ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით, ეს არის უკვე სასჯელი და არა სახდელი. იზრდება სისხლისამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში - 5 წლიდან 6 წლამდე.

ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობისთვის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში და ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე იქნება შედარებით მკაცრი სანქცია, როგორც დამამძიმებელ გარემოებაზე.

სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც, ახალი ნორმა იქნება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც, ასევე ჩვენ არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება, მათ შორის გამკაცრების მიმართულებით" , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ რეპრესიული ცვლილებები გააკრიტიკა სახალხო დამცველმაც. ომბუდმსენის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები “ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს”. 

უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე „ოცნება“ რეპრესიულ კანონებს დაჩქარებულად იღებს. როგორც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რეპრესიულ ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენით ხვალ, 6 თებერვალს, მიიღებენ.


ამავე თემაზე:

„ქართული ოცნება“ მორიგი რეპრესიული კანონების შემოღებას აინიცირებს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გამოცემის
12:22 / 05.02.2025
გამოცემის "ნეტგაზეთი/ბათუმელები" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 4 თებერვლის საღამოს კლინიკა "ვივამედში" გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების
საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ
ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
11:40 / 05.02.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.