სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვის სავარაუდოდ წყლით -
„ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციაზე მოკვლევა დაიწყეს.
სააგენტოს ცნობით, ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში
არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებენ, რომელიც სრულ ტექნოლოგიურ
ციკლს მოიცავს.
როგორც სურსათის სააგენტოში განმარტავენ, ამავდროულად, სახელმწიფო
კონტროლის ფარგლებში, აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული
კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება.
მომხდართან დაკავშირებით, "IDS ბორჯომი" განცხადებას ავრცელებს, სადაც
ნათქვამია, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად,
გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც მათ ხელთ არსებული ინფორმაციით
მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.
"პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა
პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ
დაფიქსირებულა.
ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი,
რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას",-
აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები