დღეს, 4 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტში საგაზაფხულო სესია
გაიხსნება და "ქართული ოცნების" პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს
მოუსმენენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაში
"უსაფრთხოების ყვითელი დონე" მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ
ვიზიტორებს იქ შესვლა ეზღუდებათ და მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული
ერთეულების მიერ მიწვეული პირები და ტელემედია დაიშვებიან. შენობაში
არ დაიშვებიან ონლაინმედიისა და პრესის წარმომადგენლები.
ამასთან, პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით
სამართალდამცავი.
პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, "ბათუმელებისა"
და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლების
მოთხოვნით, ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს. იკრიბებიან რიგითი
მოქალაქეებიც, რომლებიც
იმ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს
აპროტესტებენ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“
დააანონსა.
მიხეილ ყაველაშვილის, როგორც საქართველოს მე-6 პრეზიდენტის
ლეგიტიმურობას არ ცნობს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,
ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი,
არასამთავრობო ორგანიზაციები და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო
პარტნიორების დიდი ნაწილი.
მასალის გამოყენების პირობები