ახალი ამბები
ოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა გაათავისუფლეს
FaceBook
დაკავებული ოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა, სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა, მის წინააღმდეგ საქმე არ შეწყვეტილა.

დაცვის მხარემ პროცესზე წყალტუბოს რაიონული სამმართველოდან ვიდეოკამერის ჩანაწერის ამოღება მოითხოვა, რასაც ორ კვირამდე ვადა დასჭირდება. მოსამართლემ არ ჩათვალა საჭიროდ მირიანის 15 დღიან პატიმრობაში გაშვება და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

პროცესზე ბრალდების მხარეს ორი პოლიციელი წარმოადგენდა: ერთი, ვინც მირიანის დაკავების ოქმი შეადგინა, ხოლო მეორე - მოწმე. მოსამართლემ მოწმე პოლიციელის დაკითხვა მომდენო პროცესზე, ვიდეომასალის წარდგენის პარალელურად გადაწყვიტა.

რაც შეეხება ვიდეომასალას, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მირიან ბერულავას დაკავება წყალტუბოს პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, რასაც ადვოკატის თქმით, კამერის ჩანაწერები დაადასტურებს. დაკავების ოქმის შემდგენმა პოლიციელმა კი თქვა, რომ ოპერატორი გეგუთში დააკავა, იქ, სადაც მირიან ბერულავას საცხოვრებელი სახლია. როგორც გაირკვა, პოლიციელმა მის მიერ დაკავების ადგილად მითითებული ტერიტორიიდან ვიდეოკამერების ჩანაწერებიც გამოითხოვა, თუმცა, იქ ვიდეოკამერა საერთოდ არ აღმოჩნდა.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გეგუთში ვიდეოკამერების ჩანაწერების ძებნა, დაკავებულის იზოლატორში ხელოვნურად დაყოვნებას ემსახურებოდა. შესაბამისად, მირიანმა დროებითი მოთავსების საკანში 24 საათის ნაცვლად 48 საათი გაატარა.  ამასთანავე,  თავად მირიანიც ადასტურებს, რომ მას ხელბორკილები წყალტუბოს პოლიციის განყოფილებაში დაადეს და არა გეგუთში. სასამართლოს დარბაზიდან გამოსულმა სამოქალაქო აქტივისტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მან პოლიციის თანამშრომლებს მხოლოდ ერთი ფრაზა უთხრა: "არ ვენდობი სისტემას", რაც პოლიციელებმა შეურაცხყოფად აღიქვეს და დააკავეს.

ოპერატორისა და სამოქალაქო აქტივისტის საქმეზე მომდევნო პროცესი ორი კვირის ვადაში გაიმართება.

მირიან ბერულავას პოლიციამ პირველ თებერვალს, საცხოვრებელ სახლში მიაკითხა. თავდაპირველად მას განუცხადეს, რომ გამოკითხვაზე გადაჰყავდათ. გზაში საუბრის დროს, მირიანმა პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ არ ენდობოდა სისტემას, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა.

მის წინააღმდეგ საქმე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2000 - დან 3000 ლარამდე ან 15 დღიან პატიმრობას.

მირიან ბერულავას მეგობრები ამბობენ, რომ პოლიცია მისით 2 თებერვალს, დედაქალაქში გამართული აქციის შესახებ სტატუსის გამოქვეყნების გამო დაინტერესდა.

"ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში" - წერდა მირიანი პირველ თებერვალს.

მირიან ბერულავა პროფესიით ოპერატორია. იგი წლების განმავლობაში ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა. მირიანი ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
16:12 / 03.02.2025
"ქართული ოცნების" პარლამენტი, დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, 2 თებერვალს,
12:07 / 03.02.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 თებერვალს, "თბილისი მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს, ჯამში 31 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.