ახალი ამბები
პროევროპული აქციის მონაწილე სოფო როინიშვილი სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა
FaceBook
პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი სოფო როინიშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ფეიერვერკის გასროლისთვის, 5 000 ლარით დააჯარიმა.


შემთხვევა 31 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობასთან მოხდა.

სოფო როინიშვილი ამბობს, რომ სასამართლოსთან პიროტექნიკის გამოყენება დაუმორჩილებლობის აქტი და მკაფიო მესიჯი იყო იმისა, რომ ხელისუფლების რეპრესიების მათ არ ეშინიათ და ბოლომდე იბრძოლებენ.

"ეს იყო ჩემი მხრიდან დაუმორჩილებლობის აქტი. ვიცოდი, აბსოლუტურად გაცნობიერებული მქონდა ამას რა მოჰყვებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ კრიმინალურ, არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვუთხარით, რომ ჩვენ მათი არ გვეშინია და არ გვეშინია იმ რეპრესიების, რომელსაც ის ახორციელებს თითოეული ჩვენი მოქალაქის მიმართ",- განაცხადა სოფო როინიშვილმა.

"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - ამ ლოზუნგით, გუშინ, 31 იანვარს, ქუთაისში აქცია-მსვლელობა მოეწყო. მოქალაქეები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით სააპელაციო სასამართლომდე მივიდნენ, რომელმაც "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმე წარმოებაში არ მიიღო. მოქალაქეებმა მზია ამაღლობელს და რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს და სააპელაციოს შენობასთან ფეიერვერკი გაუშვეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
16:12 / 03.02.2025
"ქართული ოცნების" პარლამენტი, დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, 2 თებერვალს,
12:07 / 03.02.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 თებერვალს, "თბილისი მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს, ჯამში 31 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.