ახალი ამბები
2 თებერვალს, პოლიციამ ჯამში 31 ადამიანი დააკავა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
2 თებერვალს, "თბილისი მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს, ჯამში 31 პირი დააკავეს.
]
ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულთა შორის იყვნენ გიგი უგულავა, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე. ისინი მალევე გაათავისუფლეს. ხელწერილის საფუძველზე იზოლატორები დატოვა კიდევ რამდენიმე დაკავებულმა.

2 თებერვალს, "თბილისი მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი სამართალდამცველები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი სასტიკად უსწორდებოდნენ დემონსტრანტებს. აქტივისტების ნაწილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ისინი, უმეტესად თავის არეში მიყენებული დაზიანებებით კლინიკებში მკურნალობენ.

დაშავდნენ მედიის წარმომადგენლებიც. მძიმე დაზიანება მიიღო ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორმა ნიკო კოკაიამ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
16:12 / 03.02.2025
"ქართული ოცნების" პარლამენტი, დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს.
დაკავებული ოპერატორისა და სამოქალაქო აქტივისტის
მირიან ბერულავას საქმეზე
სასამართლო პროცესი დღეს,
3 თებერვალს, გაიმართება.
11:06 / 03.02.2025
დაკავებული ოპერატორისა და სამოქალაქო აქტივისტის მირიან ბერულავას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 3 თებერვალს, გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.