ახალი ამბები
ქუთაისელი ოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტი გამოკითხვაზე წაიყვანეს
FaceBook
ქუთაისელი ოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა პოლიციამ გამოკითხვაზე წაიყვანა.

მირიანმა,  ცოტა ხნის წინ,  სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა, რომ მასთან პოლიცია მივიდა. ამის შემდეგ მასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება. ინფორმაცია, პოლიციის მიერ  მისი წაყვანის შესახებ,  ქუთაისიპოსტს დაუდასტურა მირიანის დამ ნანა ბერულავამ, თუმცა, მისთვის დეტალები უცნობია.

"წაყვანილია და არ ვიცი ჯერჯერობით ინფორმაცია. მე არ გავსაუბრებივარ მირიანს", - ამბობს ნანა ბერულავა.

მირიან ბერულავა პროფესიით ოპერატორია. იგი წლების განმავლობაში ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა. მირიანი ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო.

დღეს, პოლიცია შევიდა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის სახლში თბილისშიც.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი ოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან
ბერულავა პოლიციამ დააკავა.
21:28 / 01.02.2025
ქუთაისელი ოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა პოლიციამ დააკავა.
გამოცემა
13:13 / 01.02.2025
გამოცემა "ნეტგაზეთი/ბათუმელები" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 21 დღეა შიმშილობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.