29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს
შესახებ რეზოლუცია მიიღო.
დოკუმენტს, რომელიც "ქართულ ოცნებას" არჩევნების გაზაფხულამდე
ჩატარებისკენ მოუწოდებს, ევროპის საბჭოს 134 დეპუტატიდან 114-მა
დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგი იყო, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციაში მკაფიოდაა მოთხოვნილი საპარლამენტო არჩევნების
ნაკლოვანებების გამოსწორება და მოწოდებაა ახალი არჩევნების
ჩატარებისკენ, მოთხოვნილია დემონსტრანტების მიმართ საპოლიციო
სისასტიკის აღკვეთა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყნის
ევროპულ გზაზე დაბრუნება.
შესაბამისად, საპარლამენტო ასამბლეამ ქვეყანაში შექმნილი ვითარების
შეფასების პირობებში, გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების
რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული
პირობებით.
"[
PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან
დაჟინებით მოითხოვს ინკლუზიური პროცესის დაუყოვნებლივ ინიცირებას
ყველა ჩართული პირისა და სოციალური აქტორების ჩართულობით, მათ შორის
მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების, რათა
სასწრაფოდ პასუხი გაეცეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ
ნაკლოვანებებსა და დარღვევებს, და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც
საჭირო საარჩევნო გარემოს შექმნის ნამდვილად დემოკრატიული ახალი
საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა
გამოცხადდეს.
[
PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან
დაჟინებით მოითხოვს] დაუყოვნებლივი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან,
რათა საშუალება მისცენ საქართველოს განაახლოს ევროპული ინტეგრაციის
გზა, რაც შეესაბამება ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, და მონდომებით
დააჩქარონ საჭირო რეფორმები;
[
PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან
დაჟინებით მოითხოვს] დაუყოვნებლივ დაასრულონ საპოლიციო სისასტიკე და
ადამიანის უფლებების დარღვევები, ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევები
და დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების
შეკავების ან მათ წინააღმდეგ შურისძიების მიზნებისთვის სასამართლო
პროცესების ბოროტად გამოყენება დაასრულონ, და სრულიად სცენ პატივი
გამოხატვისა და შეკრების უფლებებს…
[
PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან
დაჟინებით მოითხოვს] გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი
ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე", - ნათქვამია რეზოლუციაში.
ასამბლეა "ქართული ოცნების" მანდატების საკითხს, (მათი შეჩერების
შესაძლებლობით) 2025 წლის აპრილის სესიაზე დაუბრუნდება.
რეზოლუციის "დათქმები" მიუღებელია "ქართული ოცნებისთვის", რის გამოც
ის ევროსაბჭოში მუშაობას წყვეტს.
"სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება
სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა
არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და
გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი
დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის
მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს", - განაცხადა
წულუკიანმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ. მანამდე მან დეპუტატებს
მოუწოდა მხარი არ დაეჭირათ დოკუმენტში ასახული დათქმებისთვის.
ოპოზიცია რეზოლუციის შინაარს ქართველი ხალხის გამარჯვებად აფასებს და
აცხადებს, რომ
PACE -ის კენჭისყრის შედეგები,
ნიშნავს საქართველოში ახალი არჩევნების საჭიროების საერთაშორისო
აღიარებას.
მასალის გამოყენების პირობები