ახალი ამბები
ჩეხეთმა "ხარება" დაასანქცირა
FaceBook
ევროპის მეხუთე სახელმწიფო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს.

ამჯერად, რეჟიმის წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში შესვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება ჩეხეთმა მიიღო. ჩეხეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილეს მირზა კეზევაძეს და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს. სანქცირებული პირები ჩეხეთში შესვლას ვეღარ შეძლებენ, გარდა ამისა, შეზღუდვები ართულებს მათ გადაადგილებას ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებშიც.

ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიისა და გერმანიის შემდეგ, ჩეხეთი არის მეხუთე ევროპული ქვეყანა, რომელმაც ინდივიდუალური სანქციები დაუწესა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს. რეჟიმის წარმომადგენლები დაასანქცირა უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

დასანქცირებულია ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და "ქართული ოცნების" სხვა მაღალჩინოსნები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში, 17 აპრილს, 15:00 საათზე, მაღაროელები რიგით მეხუთე
მასშტაბურ აქციას გამართავენ.
10:07 / 16.04.2025
ჭიათურაში, 17 აპრილს, 15:00 საათზე, მაღაროელები რიგით მეხუთე მასშტაბურ აქციას გამართავენ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი,
ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი
სიხშირით) განაახლებს.
13:45 / 15.04.2025

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი, ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი სიხშირით) განაახლებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.