2000-ს გადააჭარბა იმ კომპანიების რაოდენობამ,
რომლებიც ახალი არჩევნების ჩატარებასა და ახალ წლამდე
დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
კომპანიები ეხმაურებიან მიმდინარე მოვლენებს და აცხადებენ, რომ
არსებული კრიზისი ქვეყანას ეკონომიკური პრობლემების წინაშე
დააყენებს.
"არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც
გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს
ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია.
დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა
და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ
წლამდე განთავისუფლება.
ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი
ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი
პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და
განცხადებას", - აღნიშნულია თავისუფალი ბიზნესების პლატფორმაზე
Freebusiness.ge .
28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028
წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი
და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი
მოჰყვა.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის
ბიზნესმენები.
მასალის გამოყენების პირობები