2024 წლის 9 თვის განმავლობაში ევროკავშირის 27 ქვეყანაში თავშესაფარი
საქართველოს 8 810-მა მოქალაქემ ითხოვა.
ინფორმაციას
ec.europa.eu აქვეყნებს
ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 43%-ით
ნაკლებია. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებში
თავშესაფრის მოთხოვნაზე პირველადი განაცხადი 15 370-მა მოქალაქემ
გააკეთა.
ამასთან, წელს სექტემბერში, EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე
მომუშავე სააგენტოს მონაცემებით, განაცხადი საქართველოს 935-მა
მოქალაქემ გააკეთა. ყველაზე ხშირად კი საქართველოს მოქალაქეები
თავშესაფარს ითხოვდნენ იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.
უფრო კონკრეტულად, სექტემბერში იტალიაში თავშესაფარი საქართველოს
270-მა მოქალაქემ მოითხოვა, საფრანგეთში - 265-მა, გერმანიაში -
175-მა, ბელგიაში - 70-მა, ირლანდიაში - 60-მა, შვეიცარიაში - -35-მა,
ესპანეთში - 30-მა, 15-15 განაცხადი დაფიქსირდა ავსტრიასა და
ნიდერლანდებში, 10-მა მოქალაქემ კი თავშესაფარი პოლონეთში
მოითხოვა.
ყველაზე ცოტა რაოდენობით განაცხადი დანიაში, საბერძნეთსა და ფინეთში
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები