ახალი ამბები
„თბილისიდან დანახული ქუთაისში მიმდინარე პროტესტი ძალიან ახალია“
FaceBook
ქუთაისში ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძესთან შეხვედრა გაიმართა.

იგი საინიციატივო ჯგუფის მიერ დაორგანიზდა.

დისკუსია საქართველოში მიმდინარე წინააღმდეგობის მოძრაობასა და მის თავსიებურებებს შეეხო.

ლევან ღამბაშიძემ აღნშნა, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტი არ აგქვს არც ერთ მანამდე არსებულ პროტესტს.

თბილისიდან დანახული ქუთაისში მიმდინარე პროტესტი ძალიან ახალია. ძირითადად, თბილისი იყო პროტესტის ადგილი, ცენტრი იქ იყო. მაგრამ უცებ ამ თანადგომას რომ ვხედავთ ქუთაისიდან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს...დღეს ჩანს, რომ ეს დისტანცია ცენტრსა და რეგიონს შორის აღარ არის. ახლა მე არ ვგრძნობ ამ დისტანციას და ვიცი რაშიც ვემთხვევით ერთმანეთს და ვემთხვევით პრაქტიკულად ყველაფერში. პროტესტი საერთო სახალხოა და არა პოლიტიკური ძალების მიერ აგორებული.

ფილოსოსფოსის თქმით, საქართველოში არსებული წინააღმდეგობის ტრადიციის ტანახმად, პროტესტის „მედროშე“ უმეტესად მწერლობა იყო, ამგრამ დღეს ეს როლი მსახიობებმა შეითავსეს.

როდესაც დაიწერება 21-ე საუკუნის 20 -იანი წლების ისტორია, თეატრი იქნება იგივე ფუნქციის მატარებლები, რა ფუნქციაც მწერლობას ჰქონდა. მართალია დღევანდელ პროტესტში მწერლებიც არიან ჩართულნი, მაგრამ თეატრალები აღმოჩნდნენ წინა ფლანგზე.

მიუხედავად მსახიობების აქტიურობისა, პროტესტს არ ყავს კონკრეტული ლიდერები, აღნიშნავს ფილოსოფოსი.

„ჩვენი პროტესტი უცნაური პროტესტია, ვერ ვხვდებით საიდან მოდის იდეები და არ ვიცით ვინ არის შემსრულებელი. ოცნება პანიკაში არის, ვინ უნდა დასაჯოს აღარ იცის“.

ლევან ღამბაშიძის თქმით, ის რაც დღეს ხდება, აღარ ეხება მარტო პოლიტიკას. ბევრად უფრო დიდი რაღაც ხდება. ამ ტანჯვაში იბადება სახელმწიფო. სამწუხაროდ, უნდა ნახო რაღაც კატასტროფა, რომ მერე აღარ მოგინდეს ამის გამეორება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს
შესახებ რეზოლუცია მიიღო.
12:25 / 30.01.2025
29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ევროპის მეხუთე სახელმწიფო
11:36 / 30.01.2025
ევროპის მეხუთე სახელმწიფო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.