2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების
საშუალო ღირებულებამ 7.03 ლარი შეადგინა.
კვლევას ISET აწარმოებს.
კვლევის მიხედვით, ფასები თვიურად 3.8%-ით, ხოლო წლიურად
8.4%-ით გაიზარდა.
"2024 წლის დეკემბერში ყველის ფასი წინა თვესთან შედარებით 8.8%-ით
გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ინგრედიენტების ფასებზე უმნიშვნელო კლება
დაფიქსირდა.
წლიურ ჭრილში, ხაჭაპურის ინდექსმა აჩვენა ფასების ზრდა ყველა
ინგრედიენტზე, გარდა კვერცხისა, რომლის ღირებულებაც 8.4%-ით შემცირდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველის ფასზე (+12.3%),
რომელსაც მოჰყვება კარაქი (+11.3%), საფუარი (+9.3%), რძე (+8.9%) და
ფქვილი (+3%).
2015-2024 წლების მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2024 წლის
დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო
ღირებულება თითქმის გაორმაგდა და 3.77-დან 7.03 ლარამდე
გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები