სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, 2024 წლის დეკემბრის
მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები, სოციალურად დაუცველის
სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 690 496-ს შეადგენს, აქედან 460 603
ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 229 893
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც
4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად
უნარჩუნდებათ.
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში
6.6%-ით გაიზარდა და 690 ათასს გადააჭარბა, იმ პირების რიცხვი კი,
რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან, 1.272 მლნ-ზე მეტია.
ამავე უწყების მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით,
საარსებო შემწეობას 647 535 ადამიანი იღებდა, აქედან 207 542
დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული, 439 993 კი მხოლოდ შემწეობას
იღებდა.
ამასთან, 1 272 572-ს შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს
ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ
ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის
დეკემბერში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 213 539-ს.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 694 600 ადამიანი
ცხოვრობს.
ამ მონაცემების მიხედვით დღეისათვის საქართველოში ყოველი მე-3
ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ყოველი მე-5 კი სიღარიბის ზღვარს
ქვემოთაა და სახელმწიფოს შემწეობას იღებს.
მასალის გამოყენების პირობები