ახალი ამბები
მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა აშშ-ს აქვს, რუსეთი - მე-11 ადგილზეა
FaceBook
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო, 2025 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს და მშპ 30.34 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკა ჩინეთს აქვს და 19.53 ტრილიონ დოლარს უტოლდება.

მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკების ათეულში მესამე ადგილი 4.92 ტრილიონი დოლარის მოცულობით გერმანიას ერგო, მეოთხე ადგილზე კი იაპონიაა, რომლის ეკონომიკის მოცულობა 4.39 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

რეიტინგში ხუთეულს ხურავს ინდოეთი, რომლის ეკონომიკაც 4.26 ტრილიონი დოლარის ღირებულებისაა.

გაერთიანებული სამეფო - 3.73 ტრილიონი დოლარი;
საფრანგეთი - 3.28 ტრილიონი დოლარი;

სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, რეიტინგში რუსეთი მე-11 ადგილზეა, მისი ეკონომიკის მოცულობა 2.2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. მეზობელ ქვეყნებს შორის რუსეთის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკა თურქეთს აქვს და 1.46 ტრილიონს უტოლდება.

საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ღარიბი ქვეყანა სომხეთია, მისი ეკონომიკის მოცულობა 26.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მას მოსდევს საქართველო 35.9 მილიარდი დოლარით და აზერბაიჯანი 77 მილიარდი დოლარით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს
შესახებ რეზოლუცია მიიღო.
12:25 / 30.01.2025
29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ევროპის მეხუთე სახელმწიფო
11:36 / 30.01.2025
ევროპის მეხუთე სახელმწიფო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.