ახალი ამბები
"ბოლო დღეებში, ივანიშვილის ქონების ოფშორებიდან საქართველოში გადმოტანა გააქტიურდა" - TI
FaceBook
ბიძინა ივანიშვილი ოფშორებში დარეგისტრირებული ქონების საქართველოში გადმოტანის პროცესს აჩქარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბრიდან ამ დრომდე, ივანიშვილების ოჯახმა საქართველოში 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა. მათ ოფშორული კომპანიებიდან ქართულ კომპანიებზე 12 კომპანია გადმოიტანეს და ამ გზით 4 ოფშორული კომპანია "გაასუფთავეს".

"გადმოფორმების ეს პროცესი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა. სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ბოლოს ივანიშვილების ოჯახი სრულად გადმოაფორმებს მათ ქართულ კომპანიებს ოფშორებიდან.
გადაფორმებულ კომპანიებს მნიშვნელოვანი საწესდებო კაპიტალი გააჩნიათ. დღეის მდგომარეობით მათი განთავსებული კაპიტალი 163,187,800 ლარია", - წერია კვლევაში.

ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ კომპანიების გადაფორმების დროს, ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული ე.წ. "ოფშორული კანონით" დაწესდა.


2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დაუწესა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. სანქციის დაწესების მიზეზი გახდა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ. რამდენიმე დღეში, 2024 წლის 31 დეკემბერს, ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო.

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია ნახეთ აქ:
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს
შესახებ რეზოლუცია მიიღო.
12:25 / 30.01.2025
29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ევროპის მეხუთე სახელმწიფო
11:36 / 30.01.2025
ევროპის მეხუთე სახელმწიფო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.