ქუთაისში, მერიის წინ, სადაც უწყვეტი საპროტესტო აქციები
მიმდინარეობს, საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციას საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი
ქადაგიძე უძღვებოდა.
იგი მიმდინარე პროტესტს შეეხო და მის მნიშვნელობასა და სირთულეეზე
ისაუბრა.
"ავტოკრატიულ რეჟიმებში ოპოზიციონერობა არის ძალიან რთული ამბავი,
ოპოზიციონერობა ნიშნავს მუდმივ დევნას, მუდმივ დისკრედიტაციას,
მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნას. მუდმივად ბრძოლაში ყოფნას...ამ ბრძოლაში
რომ ჩვენ უკან დავიხიოთ უბრალადო წარმოუდგენელი ამაბვია, პირიქით
არის, ერთი ქალბატონის სიტყვები მინდა გავიმეორო, იქნებ ჩვენ ვართ ის
თაობა ვისაც გვერგო ის ბედნიერება, ჩვენ გავიყვანოთ ქვეყანა საბოლოო
სამშვიდობოზე. როცა სასწორზე ეს დევს ამაზე დიდი რ ა უნდა მოხდს.
ამაზე დიდი ამბავი რა უნდა იყოს, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ის თაობა,
რომელსაც შენატროდა ყველა მანამდე არსებული თაობები".
გიორგი ქადაგიძემ ქუთაისზე და მის წინაშე მდგომ გამოწვევებზე , ასევე
მიგრაციის მკვეთრ მატებაზე ისაუბრა.
"პირველი ქალაქი თუ არის მაგალითად თბილისი რომელიც არის სიდიდით 1
200 000, მეორე ქალაქი წესით უნდა იყოს 600 000. მესამე სიდიდით 300
000, მეოთხე 150 000. ამ თეორიით ქუთაისის მოსახლეობა უნდა იყოს 600
ათასი ადამიანი. ქუთაისი არის 155 000, ანუ ოთხჯერ უფრო დიდი უნდა
იყოს ქუთაისის მოსახლეობა ვიდრე არის დღეს, თუ ჩვენ განვითარების იმ
ტრაექტორიით წავალთ, რაც არის ევროპული ტრაექტორია. რას ნიშნავს 600
000, ეს ნიშნავს აბსოლუტურად განსხავავებულ განვითარების დინამიკას,
განსხვავებულ რიტმს და ა.შ."
ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია
სისტემის ცვლა, რაც გამოიხატება რეალური თვითმმართველობების
დაფუძნებაში. თუკი ქუთაისი იქნება ნამდვილი თვითმმართველი ქალაქი ის
გაუმკვადება ყველა პრობლემას რაც მის წინაშე აღმოჩნდება. "სისტემის
ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ ერთხელ და საბოლოოდ ხელისუფლება
ადგილზე უნდა აიღოს ადგილობრივმა მკვიდრებმა. არა ცენტრიდან უნდა
ინიშნებოდეს მმართველები და ცენტრი განაგებდეს არამედ რეალური
ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა არსებობდეს. ეს ქალაქი უნდა მართონ
იმ ადგილობრივებმა ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს და ვისაც უყვარს ეს
ქალაქი".
გიორგი ქადაგიძემ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და საქართველოს როლზე
ისაუბრა ამ გამოწვევების ჭრილში.
"რუსეთის გვერდის ავლით შუა დერეფანი, რასაც დაერქვა გახდა
ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი. მილიარდობით ფონდები არის
გამოყოფილი ამისთვის, მილიარდობით. და არც ერთი პროექტი არა გვაქვს
წარდგენილი. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის
ვიცე-პრეზიდენტს შევხვდი ერთ -ერთ კონფერენციაზე და მითხრა რომ
პრაქტიკულად ყველაფერს ვაფინანსებთო, რაც ეხება რუსეთის გვერდის ავლით
სავაჭრო გზებს. პირადპირ არის ფაქტობრივად ჩვენი გეოპოლიტიკური
ინტერესი და გეოპოლიტიკური მთავარი ამოცანა, ამიტომ ყველაფერს
ვაფინანსებთო, და ამ დროს არც ერთი პროექტი არა აქვს საქართველოს
წარდგენილი".
შეხვედრის ორგანიზატორი ორგანიზაცია „დამკვირვებლები“ გახლდათ.
მასალის გამოყენების პირობები