ქუთაისში, ჟურნალისტები და პროევროპული აქციის მონაწილეები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ მოსამართლის სახლთან შეიკრიბნენ,
რომელმაც წარმოებაში არ მიიიღო "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის"
დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საჩივარი. ამით კი, მზია
ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
"შევიკრიბეთ მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან, რომელიც წარმოადგეს
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. მოვედით, იმიტომ რომ მისი ბრძანებით
არ მიიღეს საჩივარი, რომლის შედეგად მზია ამაღლობელი დარჩა ტყვეობაში.
ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი ამოწურულია. მზია უკვე 15 დღეა
შიმშილობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთლეობას საფრთხე ემუქრება.
მოსამართლედ წოდებულმა ოქროპირაშვილმა უნდა იცოდეს, რომ მის (მზიას)
კოლეგებს გვახსოვს ყველა იმ მოსამართლედ წოდებულის გვარი სახელი,
რომელიც მზიას პოლიტიკურ ტყვეობაში ამყოფებს", - განაცხადა
ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მალხაზ ოქოპირაშვილმა "ბათუმელებისა"
და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელისთვის წინასწარი
პატიმრობის შეცვლის შესახებ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. მას პოლიციელზე
თავდასხმას ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა
ემუქრება.
აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა
შეუფარდა. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.
2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში შეკრებილი აქტივისტები
საპროტესტო აქციას მართავდენენ. ისინი აკრავდნენ სტიკერებს
წარწერით - "იფიცება საქართველო", რაც თავის მხრივ, დაკავშირებული იყო
"ქართული ოცნების" მიერ პროევროპული კურსის შეცვლის გამო ქვეყანაში
დაწყებულ პროტესტთან.
14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს წინასწარი
პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები