ახალი ამბები
"უნდა დავამტკიცო, რომ ვარ უკანონოდ გათავისუფლებული" - მეშახტეთა ნაწილი ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებს
FaceBook
ტყიბულში, შახტიდან გათავისუფლებულთა ნაწილი კომპანია "საქნახშირს" სასამართლოში უჩივის.
მეშახტეებმა სარჩელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს. მათ უფლებებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავს. 

ორგანიზაციის იურისტის და ქუთაისის ფილიალის  თავმჯდომარის, დარინა სალდაძის თქმით, ითხოვენ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობას; სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (აღდგენამდე).

"ორ ბენეფიციარს დაიცვას საია. სარჩელით უკვე მივმართეთ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ველოდებით განჩინების ჩაბარებას", - განმარტავს იურისტი. 

ერთი-ერთი პირი, რომლის უფლებებსაც საია დაიცავს, ნახშირმომპოვებელი უბნის ყოფილი სამთო ოსტატი ხვიჩა გაბუნიაა. ის შახტაში 2010 წლიდან მუშაობდა.

როგორც გვიყვება, დეკემბრის ბოლოს დაიბარეს და უთხრეს, რომ „დაესვენა“, ახალი შახტის გახსნის შემდეგ კი დაუძახებდნენ.

ხვიჩა გაბუნია სამსახურიდან გათავისუფლებას მის ოპოზიციურ განწყობებს უკავშირებს და მომხდარს რეპრესიების დაწყებად აფასებს. ამიტომ, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებს.

"მივმართე სასამართლოს და ვაპირებ ვიბრძოლო ბოლომდე. პირველ რიგში უნდა დავამტკიცო ის, რომ ვარ უკანონოდ გამოშვებული სამსახურიდან",- ამბობს ის.

ტყიბულში, წინასაახალწლოდ, შემოსავლის გარეშე 38 მეშახტის ოჯახი დარჩა.

საწარმოდან გათავისუფლებულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი და თავისუფალი აზრის გამოხატვას "არ ერიდებოდნენ", შესაბამისად, მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

კომპანია "საქნახშირში" კი თანამშრომლების პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებას, პოსტების გამო დაბარებებსა და მუქარებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მეშახტეების განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. 


ამავე თემაზე:


საარსებოს გარეშე დატოვებული მეშახტეები - რეორგანიზაცია თუ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება მეშახტეთა ქალაქიდან?

"მეშახტეების სამსახურიდან გათავისუფლება განსხვავებული აზრის დევნის ნიშნებს ატარებს"- სოციალური სამართლიანობის ცენტრი

„საქნახშირი“ კიდევ ერთხელ ქმნის ადამიანის უფლებების საუარესო პრეცედენტს“- „საია“ მეშახტეების გათავისუფლებაზე

"რეორგანიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდა" - "საქნახშირი" მეშახტეების გათავისუფლებაზე

"მუქარა შეასრულეს"- "საქნახშირი" ათობით მეშახტეს, ახალი წლიდან, სამსახურის გარეშე ტოვებს

"დაიწყეს რეპრესიები"- "საქნახშირმა" მეშახტეები სამსახურიდან გაათავისუფლა



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს
შესახებ რეზოლუცია მიიღო.
12:25 / 30.01.2025
29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ევროპის მეხუთე სახელმწიფო
11:36 / 30.01.2025
ევროპის მეხუთე სახელმწიფო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.