გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ
რაიონებში დღეს, 20 იანვარს, მოსალოდნელია მცირე ნალექი.
ნალექი 21 იანვრის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება, დღის მეორე
ნახევრიდან კი გამოიდარებს.
მისივე ინფორმაციით, 22 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით უმეტესად
უნალექო ამინდი იქნება, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც 15-17
გრადუსამდე.
ამასთან, 22-23 იანვარს მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარის
გაძლიერება.
მასალის გამოყენების პირობები